saqarTvelos uReltexilebi - saZelisReles uReltexili

კოორდინატები 42°34`55` ჩ. გ. 44°50`31` ა. გ.
ტერიტორიული ერთეული დუშეთის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2633 მ
ქედი თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი

 

სინონიმი: როშკა-ჯუთა.

უღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2633 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით. მდინარე ხევსურეთის არაგვის ხეობას აკავშირებს მდინარე სნოსწყლის (თერგის აუზი) ხეობასთან. შემოსილია სუბალპური მდელოებით.